ქალაქ ზუგდიდში ენმ-ს მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია იქნება.
“მინდა წარმოგიდგინოთ კანდიდატი, რომლის წარდგენა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ძალიან ემოციურია. წარმოგიდგენთ კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში. ეს ადამიანი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გახლავთ მთავარი მოტივატორი, ადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი ვისწავლე – როგორ უნდა ვიყო პრინციპული იქ, სადაც საჭიროა, როგორ უნდა ვიყო მოტივირებული, თუნდაც მიწევდეს ყოფნა არამოტივირებულ გარემოში, როგორ უნდა გავარჩიო სიკეთე ბოროტებისგან და ნათელი ბნელისგან. ადამიანი, რომლის წარდგენის შემდეგაც თქვენ ალბათ მიხვდებით მთელი ჩვენი გუნდი რამდენად სერიოზულად ვეკიდებით კარს მომდგარ რეფერენდუმს, ნათლად ასახავს ჩვენს განწყობას და თავგანწირვას, რომ დიახაც, ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა”. – თქვა ნიკა მელიამ ანზორ მელიას წარდგენისას.
კომენტარები