საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით”, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
კომენტარები