“ანტივაქსერებისთვის არაფრის წაკითხვას აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც გავაზიარებ” – ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“13 აგვისტოს ბრიტანეთში კორონას 32.466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით ამდენივე შემთხვევა ჰქონდა ინდონეზიას – 30,788.ბრიტანეთს მოუკვდა 100 ადამიანი, ინდონეზიას 1432. ბრიტანელები აცრილები არიან, ინდონეზიელები არა! 13 აგვისტოს უკრაინაში დაფიქსირდა 1,263 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 ადამიანი. ნიდერლანდს უკრაინაზე ორჯერ მეტი ახალი შემთხვევა ჰქონდა, მაგრამ 6 ადამიანი მოუკვდა. ჰოლანდიელები აცრილები არიან, უკრაინელები არა! რუსეთში 22 277 ახალი შემთხვევა იყო. საფრანგეთში – 26,453. რუსეთში 815 ადამიანი მოკვდა, საფრანგეთში 74. ფრანგები აცრილები არიან, რუსები არა! შვეიცარიაში 2 097 ახალი შემთხვევა იყო, ტუნისში – 2 088. ტუნისში მოკვდა 290 ადამიანი, შვეიცარიაში 1. ერთი, ე რ თ ი ! შვეიცარიელები აცრილები არიან, ტუნისელები არა! 13 აგვისტოს 80-მილიონიან გერმანიას 19 ადამიანი მოუკვდა, საქართველოს 42. გერმანელები აცრილები არიან, ჩვენ არა! თუ მაინც გვემართება, რატომ უნდა ავიცრათ? რავი, არ გაინტერესებთ მარსზე წავალთ, თუ არა?” – აზიარებს ჟურნალისტი ერთ-ერთი მოქალაქის პოსტს.
კომენტარები