“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოდელი კრისტი ყიფშიძე კოვიდინფიცირებულია.
მოდელის ინფიცირების გზა უცნობია. თავად ის ამბობს, რომ კოვიდრეგულაციებს და წესებს მკაცრად იცავდა, არ ესწრებოდა ხალხმრავალ ღონისძიებებს და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანებიც არც თუ ისე ბევრია.
კრისტი ყიფშიძე ვირუსს სახლის პირობებში ებრძვის, ვირუსი გართულების გარეშე მიმდინარეობს და მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები ამ დრომდე ჯანმრთელები არიან. მოდელმა სამედიცინო დაწესებულებას ყელის ტკივილის მიზეზით მიმართა და ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა.
კრისტი ყიფშიძე სრულად ვაქცინირებულია, ამის შესახებ მოდელმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შექმნილი სპეციალური ნიშანი თავად დააყენა…
კომენტარები