სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მცირე მიწისძვრები ერთგვარად კარგიც კია.
„ერთის მხრივ კარგია, რომ ხდება დაბალი კლასის მიწისძვრები და ხშირი მიწისძვრებით ენერგიის გამოთავისუფლება, რაც დამახასიათებელია ჯავახეთის რეგიონის ზეგანისათვის. როდესაც დიდი მიწისძვრა ხდება, ასეთ დროს მეტი ენერგია თავისუფლდება. შესაბამისად, უფრო საფრთხის შემცველი, დამანგრეველი, ზარალის მომტანი და საშიშია როგორც ადამიანებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის“, – ამბობს გოდოლაძე მთავარ არხთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. მათ შორის, ყველაზე დიდი სოფელ სამებასთან 5.1 მაგნიტუდის სიდიდის იყო.
კომენტარები