უკრაინამ თავისი თვითმფრინავით ქაბულის აეროპორტიდან გაიყვანა უკრაინის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 80-მდე მოქალაქე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ კომუნიკაციაშია უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია, თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ ტვიტერით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში საქართველო არ არის.
კულება წერს, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა ქაბულიდან გაიყვანა უკრაინის, ავღანეთის, ბელარუსის, ნიდერლანდებისა და ხორვატიის მოქალაქეები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, შემდგომი მიმართვების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების და უცხოელების დასახმარებლად.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავით ავღანეთიდან გაიყვანეს 80-მდე ადამიანი, მათ შორის 8 უკრაინელი და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებმაც სასწრაფოდ ევაკუაცია ითხოვეს და ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი მოქალაქეები სამინისტროს დახმარების თხოვნით 15 აგვისტოს დაუკავშირდნენ და “სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში”. რამდენი მოქალაქე იმყოფება ავღანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს.
წყარო – რადიო თავისუფლება
დავით ქაცარავა:
“როგორც გავიგეთ, ქაბულში ჩარჩენილია საქართველოს 22 მოქალაქე. ხვალ ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავი მოფრინავს ავღანეთიდან. სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში 22 ვე ქართველს ემუქრება სიკვდილი.”
აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.”
“სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ქაბულის აეროპორტში დაწყებულ ქაოსს.“
“მძიმე კადრები ქაბულის აეროპორტიდან – ყველა თვითმფრინავში მოხვედრას ცდილობს. აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ თვითმფრინავი საბარგოა. აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, საით მიფრინავს, რადგან “თალიბანმა” აეროპორტის მიმართულებითაც გახსნა ცეცხლი.”
კომენტარები