ქართველმა პარაოლიმპიელმა ტოკიოში სასტუმროს დაცვას სცემა, ინფორმაციას იაპონური გამოცემა ავრცელებს.
Japantoday-ის ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ძიუდოისტთა გუნდი კარანტინში იმყოფებოდა. გუნდის წევრები სასტუმროს კორიდორში ხმაურობდნენ, რის გამოც დაცვამ მათ შენიშვნა მისცა, ამის შემდეგ კი ძიუდოისტმა “დაცვა იატაკზე დააგდო. 60 წლის კაცს ნეკნის მოტეხილობა აქვს.
მედიის ცნონით, პოლიციამ უკვე დაკითხა ძიუდოისტი, რომელმაც აღიარა, რომ ის და მისი კოლეგები შემთხვევის დროს ნასვამები იყვნენ. პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, რომ ძიუდოისტს, სავარაუდოდ, სახლში დააბრუნებენ.
პარაოლიმპიადა 24 აგვისტოს უნდა დაიწყოს.
კომენტარები