საქართველოში უკვე სამ ქალაქში, თბილისში, მცხეთასა და ბათუმში შესაძლებელია ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ ადგილას მხოლოდ „ფაიზრით“, ზოგან კი „ფაიზერთან“ ერთად „სინოფარმითა“ და „სინოვაკითაცაა“ რეგისტრაციის გარეშე აცრა.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია :
✅თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე
✅ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე
✅,,ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან – 17:30-მდე
✅სავაჭრო ცენრი “ლილო მოლი” (კახეთის გზატკეცილი N 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-იდან 16:00-მდე, შესვენების საათებია 13:00-იდან 14:00-მდე
✅მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
✅ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით.
კომენტარები