რომელი გვერდითი მოვლენაა ნორმალური და როდის უნდა მიმართოთ ექიმს, უკრაინელმა იმუნოლოგმა ფიოდორ ლაპიიმ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეო-ბლოგში თქვა:
სანერვიულო არაა, თუ ვაქცინაციის შემდეგ განვითარდა:
- სიწითლე, ტკივილი, შეშუპება ინიექციის ადგილას;
- ცხელება ან შემცივნება;
- თავის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- დაღლილობა;
- ძილიანობა ან უძილობა;
- თავბრუსხვევა.
თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის შემდგომ რეაქციებმა, შესაძლოა, მიუთითოს კონკრეტული დაავადების დაწყება. ამიტომ, მართლაც, როდესაც სიმპტომები 2-3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება და ისინი შეგაწუხებთ, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას“
კომენტარები