საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ყოფილი სამხედროები არიან და ქაბულში კერძო კონტრაქტით იმყოფებიან.
ლექსანდრე ხვთისიაშვილი:
გუშინ დილით დაგვირეკეს, ჩვენ არ ვიცოდით სამწუხაროდ, მათი იქ არსებობა, დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება, 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, 6 ამერიკულ კომპანიაში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე.”
კომენტარები