15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მისმა სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და ინტერვიუ მისცა.
ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ამტკიცებს, რომ თალიბანი ავღანელი ხალხის მსახურია და რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მან თქვა, რომ თალიბანი მათთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ელოდება, “მშვიდობიანად უნდა მივიღოთ ძალაუფლება, რის შემდეგაც მომავალში დაარსდება ავღანეთის ისლამური საამიროს ინკლუზიური მთავრობა, რაში მონაწილეობასაც ყველა ავღანელი მიიღებს.” – თქვა მან.
პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ ავღანეთში უამრავი სკოლა და უნივერსიტეტია, სადაც ქალებს სწავლა შეუძლიათ. ასევე, მისი განცხადებით, ქალებს აქვთ მუშაობის უფლება, იგი ამბობს იმასაც, რომ ქალებს არ შეეზღუდებათ სახლიდან კაცის თანხლების გარეშე გამოსვლის უფლება. მან აღიარა, რომ არის ინდივიდუალური შემთხვევები და გამოძიება დაანონსა.
იალდა ჰაკინმა ხაზი გაუსვა ცნობებს, რომ ავღანეთის ქალაქებში თალიბანის მებრძოლები ქალებს უკვე აღარ აძლევენ სწავლის უფლებას და რომ ერთ-ერთ ქალაქში უნივერსიტეტში მისულებს უკან გაბრუნება მოსთხოვეს.
სპიკერმა ჭორები უწდა ყველა ინფორმაციას, მათ შორის იმასაც, თალიბანის მებრძოლები დადიან სახლებში და ატერორებენ ადამიანებს, რომლებიც დასავლური ძალებისთვის მუშაობდნენ ან რამე ფორმით აფილირებულები იყვნენ დასავლურ ინსტიტუტებთან.
საერთო ჯამში სუჰაილ შაჰინმა ყველა ინფორმაციას არასწორი უწოდა.
მიეცემათ თუ არა ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება იმ ავღანელებს, რომელსაც ამის სურვილი აქვთ? – ჟურნალისტის ამ კითხვას, სუჰაილ შაჰინი ასე პასუხობს – თალიბანის პოზიციაა, ქვეყანა არავინ დატოვოს. “გვჭირდება, რომ ყველა ავღანელი დარჩეს ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში”. – თქვა მან.
თალიბანის წარმომადგენელმა ილაპარაკა თავისუფალი მედიის როლზე, თავისუფალ სასამართლოზე და იქვე თქვა, რომ ადამიანების დასჯა კიდურების მოკვეთით, გაგრძელდება, თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს.. “ავღანეთი ისლამური სახელმწიფო იქნება – თალიბები ამისთვის 4 ათწლეული იბრძოდნენ.” – თქვა მან საუბრის ბოლოს.
თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ 15 აგვისტოს აიღო.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა. ავღანეთის დატოვებას ცდილობენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, ნაწილმა ეს უკვე მოახერხა, დიდმა ნაწილმა კი ვერა. ავღანეთიდან ჯერ ისევ არ არიან გამოყვანილნი საქართველოს მოქალაქეები.
კომენტარები