პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია:
“უკვე მეასედ მიდიან ჩემი მშობლების სახლში ფოსტიდან, ხან სასამართლოს უწყებით, ხან ჯარიმების მოსატანად მერიიდან. ფოსტას არაფერს ვერჩი და აი სასამართლოს და მერიას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, არ ვაღიარებ თქვენ სადამსჯელო გადაწყვეტილებებს, არ ვაღიარებ თქვენ სანქციებს, არ ვაღიარებ ჯარიმებს, გასაჩივრებასაც კი არ ვაპირებ, არც სასამართლოზე მოვალ, რაც გინდათ ის ქენით.
ეს არის ჩემი სამოქალაქო და პოლიტიკური და სამართლებრივი პოზიცია. რომ გასკდეთ ვერაფერს მიზამთ. არ მეშინია თქვენი უსამართლო სანქციების. ხოდა მამაჩემს ნუ უშლით ნერვებს. ჩემი მისამართია ტაბახმელა, …. მობრძანდით, ფოსტის თანამშრომლებს თბილად მიგიღებთ, კარგ ყავას დაგალევინებთ, ეზოს ხილით გაგიმასპინძლდებით და სიგრილეში დაგასვენებთ.
და სასამართლო და მერიას კიდე არ მოგასვენებთ”
კომენტარები