Facebook-ი თავისი სოცმედია პლატფორმებიდან თალბანისა და მის მხარდამჭერ კონტენტს აკრძალავს. კომპანიის თანახმად, ის თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. Facebook-ის წარმომადგენლის თქმით, ის ავღანელ ექსპერტებთან თანამშრომლობს, რომლებიც სოციალურ ქსელებს აკვირდებიან და დაჯგუფებასთან დაკავშირებული კონტენტის წაშლაზე იმუშავებენ.
წლების განმავლობაში თალიბანი სოციალურ მედიას თავისუფლად იყენებდა.
“თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას, აშშ-ს კანონმდებლობით სანქციები აქვს დაწესებული, ჩვენს სერვისებზე წვდომას “სახიფათო ორგანიზაციების პოლიტიკის” ფარგლებში ვუზღუდავთ. რაც ნიშნავს, რომ ანგარიშები, რომლებიც თალიბანის მიერ ან თალიბანისთვის არის შექმნილი, წაიშლება, ასევე იკრძალება მათი [თალიბანი] მხარდაჭერა, ქება და მათი წარდგენა. ასევე გვყავს ავღანელი ექსპერტების გუნდი, რომლებიც დარისა და პუშტუზე თავისუფლად საუბრობენ და ადგილობრივ კონტექსტს იცნობენ. ისინი გვეხმარებიან, აღმოაჩინონ და გვამცნონ პლატფორმაზე ახლად წამოჭრილი პრობლემები”. – უთხრა Facebook-ის წარმომადგენელმა BBC-ის.
კომპანიის თანახმად, თალიბანის მიმართ პოლიტიკა ვრცელდება სოციალური მედიის ყველა პლატფორმაზე, რომელსაც კომპანია ფლობს, Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზეც. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ თალიბანის წევრები WhatsApp-ს იყენებენ. Facebook-ის თანახმად, კომპანია შესაბამის ზომებს მიიღებს, თუ აპლიკაციაში დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ანგარიშებს იპოვის.
კომენტარები