გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმა კომიტეტმა მშობლებს 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია ურჩია. ინფორმაციას DW ავრცელებს.
უწყებამ შეისწავლა სავარაუდო გვერდითი მოვლენები, რომლებიც აშშ-ში მოზარდების ვაქცინაციის დროს გამოვლინდა და მივიდა დასკვნამდე, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მათი მიმდინარეობა მსუბუქია.
ამასთან, კომიტეტის განცხადებით, გერმანიაში “დელტა” შტამის გავრცელების გათვალისწინებით, შემოდგომაზე მეოთხე ტალღის დროს დაავადების რისკი იზრდება, ვაქცინაციის უპირატესობები კი ამ რისკებს აღემატება.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა, ამიტომ აცრების გაკეთება უკვე ამ კვირაშივეა შესაძლებელი.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ამ დროისთვის გერმანიაში სრულად აცრილია 47 მილიონზე მეტი ადამიანი (მოსახლეობის 57,2). 63,2-მა პროცენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.
კომენტარები