საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც გაზრდილია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. შესაბამისად, აუცილებელია, პირბადე, რომელიც სოციალურ დისტანციასა და ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მოქალაქეებმა, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ატარონ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციულმა შტაბმა შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით მოძრაობს. ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკოორდინაციო შტაბს ამცრელი პუნქტების მიმართულებით დამატებითი მარშრუტების დანიშვნა დაევალა.
კომენტარები