აცრაზე რეგისტრაციაში მოქალაქეების დასახმარებლად ცხელი ხაზი ევროპულმა საქართველომ, დროამ, ლელომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.
პარტიები ცხელი ხაზის საშუალებით ეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებსაც, შესაძლოა, რაიმე მიზეზით ონლაინ პლატფორმებზე ხელი არ მიუწვდებოდეთ.
დახმარების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.
17 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარებულია 831 815 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი. 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი.
ბოლო 24 საატში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.
კომენტარები