დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს. ამისთვის უკვე აამოქმედეს ცხელი ხაზი – 599 85 -25 – 46
რუსთავის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში ისინი ადგილობრივებს სახლიდან ვაქცინაციის პუნქტებამდე და უკან გადაადგილებაში დაეხმარებიან.
მისივე თქმით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოხალისეები მზად არიან მედპერსონალსაც დაეხმარონ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან არ მოძრაობს, რის გამოც ვაქცინაციის ადგილამდე მოქალაქეებს მისვლა უჭირთ. შეზღუდვა 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
კომენტარები