ზურაბ ზვიადაურის მეგობარი დავით ავალიშვილი წერს:
“ზურა ზვიადაური, მანამდე ეგ უდიდესი ტრაგედია დატრიალდებოდა ორჯერ ვიდეოზარით ვსაუბრობდით. ეს 15 რიცხვში საღამოს და ღამე, ძაან პოზიტიურ და მაგარ ხასიათზე იყო, ხუმრობაში და სიცილში გავატარეთ ერთი საათი.
მელოდებოდა, რომ ჩამოხვალ ხევსურეთში უნდა წაგიყვანოვო, იქ სახლს აშენებს და ხვალეო, ესეიგი 16 რიცხვში, მინდა მასალა ვიყიდოვო და წავიღოვო მთაში სახლის ასაშენებლად.
იყო საუკეთესოდ განწყობილი მანამდე და სულ მოფერებით და სიყვარულში მელაპარაკებოდა. მაგარ პოზიტიურ და ძაან მაგარ თბილ განწყობაში იყო და ვინ რას მოიფიქრებდა.
ეს რომ წერენ რაღაც სისულელეებს მასზე (კეთილის მსურველები) ჯერ დაელოდონ გამოძიებას და მერე პირები აიქაფონ. ძერებივით რომ ეძებენ სად ნახონ რაიმე სიბინძურე და იმით დატკბენ, რადგან, ეს მათი საკვები პროდუქტია და კარგი ამბავი აღიზიანებთ, ხოლო, რაიმე ტრაგედიით კაიფობენ.
თვალწინ ღვიძლი ძმა დაუცხრილეს და კიდევ ორი მეგობარი და კაცი ამ დროს შოკში იმყოფება და არავინ თქვას ახლა, რომ ჩვენ მის ადგილზე, შეიძლება ბევრად უარესი გაგვეკეთებინა, ან უფრო უარეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილიყავით.
ღმერთმა ყველას გაშოროთ ასეთი ტრაგედია, მარა, სადაა ის ქართველობა და ის თანადგომა, როდესაც ასეთ ტრაგიკულ და სამწუხარო სიტუაციაში, კიდევ მარილს აყრიან, ეს უნამუსობა და ძაან სამარცხვინო საქციელია.პოლიცია გაარკვევს ყველაფერს. თუ შეგიძლიათ აბა ყველა მისი ოჯახის მდგომარეობაში დადექით ერთი წუთი მაინც და უბრალოდ დაფიქრდით რეებს წერთ.
სხვისი მწუხარებით სიხარული, ეს არაადამიანობაა.ზურა ძმაო, დიდი გაძლება და ჩვენი თანადგომა შენ და შენს ოჯახს.ღმერთმა ძალა და მადლი მოგცეთ, რომ გაუძლოთ ამ საშინელ ტრაგედიას”
კომენტარები