საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“მაშინ როცა ქაბული ეცემოდა ამერიკის პრეზიდენტი უიკენდზე იყო და მხოლოდ ახლა მივიდა თეთრ სახლში – ფრანგული ტელეკომპანია BFM
ფრანგები ავღანეთიდან ევროკავშირის მისიასაც გამოიყვანენ.. ასევე ფრანგები გაუკეთებენ 90 000 ავღანელის ევაკუაციას, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ევროპული ქვეყნების სამხედრო მისიებთან თანამშრომლობდნენ..
ყველაზე საინტერესო ისაა რომ, ამერიკელებს მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები გაყავს.. მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები და სხვა არავინ..
მოიცა და ჯომ რაო რა თქვაა, ჩვენ თალიბებს ვცნობთ თუ ქალებს ნამეტნავად არ შეავიწროებენოო? ..
აბა მაშინ, რას მოთქვამდნენ გუშინ “სრულადცივილიზებული” საერთაშორისო საზოგადოება, როცა ჩინეთმა განაცხადა, ჩვენ პატივს ვცემთ ავღანელების არჩევანსო და რუსებმა თქვეს საელჩოს ვტოვებთ ქაბულშიო? .. მერე კი გადაასხვაფერეს რუსებზე, როცა ბრიტანეთმაც დატოვა საელჩო ავღანეთში მარაა…
ისე ჯერ ჯერობით მხოლოდ სამმა ქვეყანამ განაცხადა დაველაპარაკებით თალიბებს მაგრამ არ ვცნობთო
1..საფრანგეთმა
2.ჩინეთმა
3. რუსებმა
ვნახოთ შემდგომში როგორ შეცვლიან ამ გადაწყვეტილებას მაგრამ, ამ დროისთვის ასეა..
ბრავო ამერიკულ მედიას.. აი რას ნიშნავს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი პრესა.
ააგდეს აბაზიანივით ჰაერში ჯო და მისი ადმინისტრაცია. რესპექტ.”
კომენტარები