სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
უწყების გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის” ხელმძღვანელები არიან დაბარებული.
ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი ყუფარაძე:
“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ამბავი რამენაირად გაგვანეიტრალონ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომ “ოცნებას” არ შეექმნას პრობლემა. ეს მოდის ზემოდან, კობახიძე, მდინარაძეებიდან და ა.შ “ოცნებიდან” ვართ ყველანი წამოსული და იციან, რომ პრობლემას შევუქმნით რაღაცებთან დაკავშირებით, მაგიტომ ხდება ეს ამბავი ჩვენ გარშემო. შიდა სამზარეულო ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ მუშაობას დავიწყებდით, რომ არჩევნებისთვის შეგვეგროვებინა დამკვირვებლების დიდი გუნდი. საარჩევნო ამბებს რაც შეეხება, რა არის დაწყებული, სად ვისი მოსყიდვა იყო შემჩნეული, მაგაზე ყველაფერზე გვინდოდა გადართვა და ამ დროს ეგეთი რაღაც მოხდა და სხვას რას დავუკავშირებთ.”
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, თუმცა, უწყება დეტალებზე არ საუბრობს.
კომენტარები