ხვალიდან თბილისში მასობრივი ვაქცინაციის კიდევ ერთი ცენტრი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის – სეუს ტერიტორიაზე გაიხსნება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის,“ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით. აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
“ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს მისამართზე, წინანდლის N9“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ ვაქცინის მისაღებად მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
კომენტარები