დღეიდან თბილისში ვაქცინაციის ახალი სივრცე იმუშავებს. წინანდლის 9 ნომერში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა შესაძლებელია „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.
ცენტრი ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.
კომენტარები