პროფესორი, ზაალ კოკაია Facebook-ზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს კიდევ ჩვენი თაობის ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი წაგვართვა კოვიდმა
3 აგვისტოს, ჩემს ფბ სტატუსზე “აცრილები არ კვდებიან!”. ლადომ კომენტარად კლინიკიდან მომწერა თავისი სინანული, რომ დროულად არ აიცრა. ვაზიარებ “სკრინშოტს”, რომ კიდევ ერთხელ ყველამ გავიაზროთ – კორონას გარჩევა არ აქვს და აცრას არ აქვს ალტერნატივა”, – წერს ზაალ კოკაია Facebook-ზე.
“ნეტავ ავცრილიყავი… ასე არ დამიმძიმდებოდა სიტუაცია…” – წერდა მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგი ლადო ბიბილეიშვილი 3 აგვისტოს კლინიკის პალატიდან.
კომენტარები