“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თბილისის მერის, კახი კალაძის შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მას ქართულ პოლიტიკაში კალაძეზე ბოროტი კაცი ჯერ არ უნახავს.
“ასეთი ქართულ პოლიტიკაში არავინ არ მინახავს… მეტსაც გეტყვით ივანიშვილი არ არის ეგეთი ბოროტი, კობახიძე არ არის და წულუკიანიც არ არის ეგეთი ბოროტი! [კალაძე] ყველაზე ბოროტი, მტაცებელი… აი, ყველაფრიდან ფულის მკეთებელი. რიყის ქვას ისე მოუჭერს ხელს ფულს გამოადენს, აი, ნაძვის ხიდან ფულის გამკეთებელია… ხო ნახეთ რა გააკეთა ახალ წელს, რომ დადგა ნაძვის ხე?! 80 ჰექტარი იქ არსენალთან მიითვისა, მილიარდიანი ინვესტიციაა. თბილისის გაზის მომარაგების ბიზნესი ეგ არის. თბილისის სამარშუტო ტაქსების ბიზნესი ეგ არის, პირად არის ბიზნესი! არ ვამბობ იმას, რომ ავტო-გოლისტია და სხვადასხვა… ნუ ქვეყანას გაუტანა ავტო-გოლი და დადებითი განწყობის ვინ არის?! – პროვინციული ფსიქიკის თბილისელები, რომ აი, მილანში თამაშობდა ტო და ასეთები, მილანით, რომ აღფთოვანებულები არიან. ბოდიში, წითელ შარვალს, რომ ჩაიცვამენ და ამით, რომ აღფრთოვანდებიან, იქ ბიჭოლას გვერდით სურათს დადებენ და აი, ასეთი რაღაცეებით, რომ აღფრთოვანდებიან…”
კომენტარები