კორონავირუსის ინფექციით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. ორსული ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაზემ განაცხადა, მდგომარეობის გართულებების მიზეზი სხვადასხვაა.
“რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ.
ქვეყანაში ეპიცემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად უარესდება. კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი დღიურად 6 ათასს გადასცდა, გარდაცვლილთა რაოდებობა კი 50–ის ფარგლებში მერყეობს. სპეციალისტები მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი
კომენტარები