ნეტა სად არის ახლა აიდა?! აიდა სიკვდილს მისთვის უცნობმა გადაარჩინა, სხვა ეროვნების, ჭაობისფერსამოსიანმა კაცმა.- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე და ქართველი ჯარისკაცის ნაამბობს იხსენებს, რომელმაც ავღანელი გოგონა გადაარჩინა.
ნეტა სად არის ახლა აიდა?! ან როგორ არის?!
აიდა პატარა ავღანელი გოგოა ჰელმანდის პროვინციიდან, რომელსაც ჩემ წარმოსახვაში დიდი თაფლისფერი თვალები აქვს, ჩამავალ მზეს რომ შეხედავს ქარვისფერი უხდება.
Აიდა სიკვდილს მისთვის უცნობმა გადაარჩინა, სხვა ეროვნების, ჭაობისფერსამოსიანმა კაცმა. Აიდას მამამ ამ კაცს მადლობა გადაუხადა. Მისთვის ის უკვე აღარ იყო უცხოტომელი, არამედ შვილის მფარველად ქცეულიყო. Ეს “უცხო ადამიანი” ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცი შალვა გელაძეა, რომელმაც 6 წლის აიდას შესახებ თვითონვე მიამბო. Სახელი ახლაც მახსოვსო. Მეც დამამახსოვრდა მისი სახელი…
პატარა ავღანელი გოგონა, რომელიც სიკვდილისგან ქართველმა ჯარისკაცმა გადაარჩინა.
Რისთვის ღირდა ეს 20 წელი?! თუნდაც იმისთვის, რომ ასობით ავღანელი ბავშვისთვის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ, იმისთვის, რომ მათ ტერიტორიაზე თალიბანი არ შეჭრილიყო, თუნდაც იმისთვის, რომ ავღანელი ქალების ნაწილს განათლება მიეღო, თუნდაც იმისთვის, რომ თალიბანის მიერ აკრძალული ვაქცინაცია აღედგინათ და ბავშვების პოლიომიელიტით სიკვდილი შეჩერებულიყო.
Დღეს ავღანეთში ბიბლიური მასშტაბის უბედურებაა მოსალოდნელი, – მასობრივი მკვლელობები, ჯგუფური სექსუალური ძალადობის ქრონიკები, ასიათასობით მშიერი და მომაკვდავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
Რა თქმა უნდა, ავღანეთი ადრე თუ გვიან ამერიკელ ჯარისკაცებს აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ, მარადიულად ვერ შეწირავდნენ ამერიკელი ქალები შვილებს და ქმრებს ამ დაწყევლილ და 1000 მოელვარე მზისა და ყაყაჩოების ქვეყანას, მუდამ დანაღმულს. მაგრამ საკითხავი ის არის, როგორ და როდის უნდა მომხდარიყო ჯარების გამოსვლა ავღანეთიდან, იქნებ ნაადრევია ეს გადაწყვეტილება, იქნებ სირიაზე უარესი რაღა უნდა იყოსო რომ ვიკითხავთ, პასუხად რამდენიმე თვეში “ავღანეთი” მივიღოთ?!
ნეტა სად არის ახლა აიდა ან რა ელოდება მეორედ დაბადებულ გოგოს დაფერფლილი სინათლის მიწაზე?! – წერს ჟურნალისტი.
კომენტარები