სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 504 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 235 675-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4716 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში ამას გარდა, გარდაცვლილია 1139 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
კომენტარები