გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გიორგი ანწუხელიძე დღეს 37 წლის გახდებოდა. ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით სამუდამო კვალს ტოვებს ისტორიაში და მომავალ თაობებს უტოვებს ნათელ მაგალითს, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება.
ასეთია გიორგი ანწუხელიძე – ჩვენი უახლესი ისტორიის გმირი. ადამიანი, რომლის სახელი გაიგივებულია სამშობლოს ერთგულებასთან, ვაჟკაცობასთან, სიმტკიცესთან.
გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო“, – წერს კახა კალაძე.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. IV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.
კომენტარები