ექიმი პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი ამბობს, რომ რეალურად კორონავირუსი კონკრეტული დაავადებების მატარებელი ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიში. მათ შორის არაინ ისინი, ვინც მარიხუანას ხშირი მომხმარებელია.
“ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, ჰორმონი, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჩვენი იმუნური სისტემის შესუსტებას. მათ იმუნოდეპრესანტები ჰქვია და იმუნურ სისტემას აქვეითებენ. როდესაც ვირუსის შესვლის გზა არის ფილტვები, ნარკოტიკების საშუალებით უჯრედული იმუნიტეტი ლოკალურად დაზიანებულია და ის ადგილი დასუსტებული, საიდანაც ვირუსის შეჭრა ხდება.
სიგარეტის ბოლიც მოქმედებს ფილტვებზე, მაგრამ სიგარეტის ბოლი არ არის ისეთი იმუნოდეპრესანტი, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკი რა გზითაც არ უნდა მოხვდეს ორგანიზმში, იმუნოდეპრესიას იწვევს, მაგრამ მარიხუანას მოწევა, პირდაპირ ფილტვებზე მოქმედებს”, – განუცხადა “ამბებს” ნანობაშვილმა.
კომენტარები