ქუთაისიდან, ნიკეას 38 ნომრიდან “ალიას” მოსახლეობა დაუკავშირდა და აცნობა, რომ გუშინ საღამოს მათი მეზობელი გახდა ცუდად და როგორც უთხრეს, მას კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ქალბატონი აეროპორტის თანამშრომელია, როგორც მეზობლები ჰყვებიან, მას ბოლო რამდენიმე დღე ჰქონდა სიცხე და სამსახურში სიცხიანი დადიოდა.
“ზუსტად 7 საათი დაჰყვეს მის ბინაში ექიმებმა, რომლებიც სრულად იყვნენ ეკიპირებულნი და მერე პაციენტი შეფუთეს და იზოლირებულად გადაიყვანეს, დაახლოებით ღამის სამ საათზე წაიყვანეს.
მობილიზებული იყო პატრულიც.
სადარბაზოებს ჩაუტარეს დეზინფექცია.
ამ მომენტისათვის ჩვენთან არ მოსულან და არავის გამოუკითხივართ, ვინ იყო ამ ქალბატონთან შემხებლობაში.
მხოლოდ ის გვითხრეს რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ ხალხს და აუცილებელ საჭიროებაზე გავიდეთ გარეთ, არ მივიღოთ სტუმრები.
“ალია” მთელი დღის მანძილზე ცდილობს დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელსაც არც სამი დღის წინ გაგზავნილ კითხვებზე გაუცია პასუხი და საერთოდაც, ზარებს არ პასუხობს.
კომენტარები