.
პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
“დღეს, 19 აგვისტოს, გიას დაბადების დღე და მამას გარდაცვალების დღეა.
იმ ორი კაცის, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი და რომლებსაც ვერასოდეს ვერავინ შემიცვლის.
ამ დღეს სულ ამას ვამბობ ხოლმე: გავსკდები ლუდით, როგორც გიას უყვარდა, მოვწრუპავ კონიაკს, როგორც მე და მამაჩემი დედასგან ჩუმად ვწრუპავდით ხოლმე და ჩემი თავი მეგონება ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი, როგორც ეგონათ გიას და მამას
ჩემი ღმერთი კეთილია და მაპატიებს რომ 19 აგვისტოს ჯერ ეს მახსენდება და მერე ფერისცვალება.
გილოცავთ ყველას დღევანდელ დღე”
კომენტარები