დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ამ ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ ე.წ. “შიშის ზონებზე”, რომლებიც ოკუპანტებმა ბოლო წლების განმავლობაში შექმნეს ოკუპაციის ხაზთან.
ამ პოსტში მსურს კონკრეტულ მაგალითზე მოგიყვეთ თუ როგორ გამოიყურება შიშის ზონა ბერშუეთის მახლობლად, სადაც 2 დღის წინ დავადგინეთ ახალი შეღობვის ფაქტი.
პირველ ფოტოზე მკაფიოდ ჩანს მართკუთხა მიწის ნაკვეთი, რომელიც არ ხვდება ოკუპაციის საზღვრებში და წესით წარმოადგენს ტერიტორიას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს.
მისი ფართობი 1 130 000 კვმ, იგივე 113 ჰექტარი.
ეს ის ტერიტორია გახლავთ, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უნდა ამუშავებდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ემიჯნება ოკუპაციის ხაზს.
სამწუხაროდ, რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია.
პ.ს. თუ რა აღმოვაჩინეთ გუშინ, 18 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის ერთ-ერთი სოფლის მახლობლად, შემდეგ პოსტში მოგიყვებით.
მოსახლეობა ახლოსაც კი ვერ ეკარება ამ მიწას. სხვათაშორის, ვერც პოლიცია.
ეს გახლავთ მხოლოდ 1 მაგალითი, თუ როგორ იკარგება დამატებით, 2012 წლის შემდეგ ის ტერიტორიები, რომლებიც არ შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ჩვენს მიერ ამ ეტაპზე შესწავლილი და დათვლილი შიშის ზონების ჯამური ფართობი მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთსა და რაჭაში შეადგენს 55 მილიონ კვადრატულ მეტრს.
სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ გახლავთ.”
კომენტარები