ქართველი სოპრანო თამარ ივერი:
შეგრძნება მაქვს რომ ქალაქში ზოომაღაზიების მეპატრონეებს (ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა) მხოლოდ ფუმფულა და პატრონიანი ცხოველების ხარჯზე ბიზნესი და ხელის მოთბობა სურთ და თავად ცხოველები….არც მეტი და არც ნაკლები….ეზიზღებათ!!!
რამდენი ზოომაღაზიის წარმომადგენლებს მეგობრულად არ ვურჩიე ამ პაპანაქებაში, მათი ვითომ ცხოველებისადმი ზრუნვის და ჰუმანურობის გამოსახატავად, საკვებს რომ თავი დავანებოთ…ელემენტარულად წყალი მაინც დაედოთ…. იმდენჯერ დაიწყეს თავის მართლებები: “უიმე, მერე მოგროვდებიან”,
“ოოჰ, მერე მიეჩვევიან”
“უი, რას ამბობთ, მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებთ” …..
….და ა.შ ტიპიური ცხოველთმოძულეთა არგუმენტები!!
ფუი, შეგირცხვათ ნამუსიც და თქვენი ბიზნესიც!!!! ამდენი გაუბედურებული ძაღლი დადის, მათი მოდგმის ხარჯზე, მათი პატრონებისგან შოულობთ პურის ფულს…. ადექი რა შე მამაცხონებულო, თვეში ერთხელ, ქალაქში ყველაზე იაფფასიანი “ჩაპი”ს ერთი ტომარა მაინც იყიდე რომ ამ უბედურებს დაუდო და ამით საკუთარი მაღაზიის იმიჯი მაღლა ასწიო!!!!
თუ მაინცდამაინც მარტო 15დან 20₾არამდე უნდა ახდევინო კილოში მათნაირების ფულიან პატრონებს?
თქვენი არ ვიცი მაგრამ ის ზოომაღაზიები რომლებიც მიუსაფარი ცხოველებისათვის საქველმოქმედოდ არ ზრუნავენ, არანაირად არ იმსახურებენ ჩემს პატივისცემას! უფრო მეტიც, ისინი ჩვეულებრივი ზოოქორვაჭრები არიან!! მათთან ჩემი ფეხი არ იდგმება და ამასვე მოვუწოდებ ყველა ცხოველთამოყვარულს!!
მათ არ უყვართ ცხოველები, მათ უყვართ მხოლოდ ფული და ნუ შეხვალთ მათ მაღაზიაში და ნუ გაამდიდრებთ მათ!!
კი ბატონო, თუ ხალხს დაანახვებენ რომ ცხოველები რეალურად უყვართ და არა მარტო ოთხფეხების ხარჯზე გამდიდრება იზიდავთ,კეთილი ინებონ და დანერგონ ტრადიცია: პირველ რიგში,დაუდონ საკვები და წყალი ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს და მერე აკეთონ მათი საკვებით ბიზნესი!!
პ.ს.აი, მაგალითი: ჩემი მეგობარს Inga Lefsaia ს საერთოდ სხვა პროფილის მაღაზია, სილამაზის სალონი აქვს, მაგრამ ცხოველების სიყვარულის გამო, ყოველდღე უდებს სალონის წინ საკვებს და წყალს ამ საბრალოებს.გადაიღონ ასეთი ადამიანებისგან მაგალითი ამ ზოოქორვაჭრებმა!!
კომენტარები