MANIFEST.GE-ზე ვრცელდება პეტიცია, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის, ზვიადაურის გათავისუფლებას ითხოვენ.
პეტიცია ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ შეადგინა.
“ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩვენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა, ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში. ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია, ზურას ყავს ფეხმძიმე მეუღლე,17 წელი ელოდა ნანატრ შვილს. გთხოვთ, მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატურას და სასამართლოს, რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს. მას ის ტრაგედიაც ეყოფა, რაც მის თვალწინ დატრიალდა”, – ნათქვამია პეტიციაში.
შეგახსენებთ, ზვიადარს ბრალი წაყენებული აქვს განზრახ მკვლელობის მუხლით და არც ერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, რომ ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
კომენტარები