‘შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“ზვიადაური ერთი უბრალო ქართველი ბიჭი იყო, რომელმაც დიდი შრომის და ნიჭის წყალობით ერთ დროს ყველა გაგვახარა და გაგვაბედნიერა…
მაგრამ მერე დაემართა ის, რაც ხშირად ემართებათ ხოლმე თავბრუდახვევი წარმატების შემდეგ ასეთ კარგ ბიჭებს…
თავში აუვარდა…
ერთი მასტერკა ტვინის მიუხედავად, გაპოლიტიკოსდა კიდეც,
“ხალხში გამოვიდა”…
ნეტა, კითხვა თუ დაუსვამს საკუთარი თავისთვის, რა ჯანდაბა უნდოდა იმ პარლამენტში?
მერე ამსუბუქდა, ცხოვრების ჭიპს ჩავავლეო, იფიქრა…
ჩვენებური სპორტსმენების კრიმინალური კავშირებიც არ არის უცხო ამბავი და წავიდა/დაგორდა…
ასე ვხედავ მე ამ ტრაგედიას…
გამართლება მორიგი გრუზინული სიფარჩაკეა…
პოლიტიკოსების თავმდებობაც…
და მაინც, გული მწყდება, ასე რომ ფუჭდებიან ადამიანები…
ჩემს თვალში ზვიადაური ზუსტად ისევეა მსხვერპლი, როგორც დამნაშავე…
ოღონდ, მსხვერპლი საკუთარი მცდარი შეხედულებისა სამყაროს კანონზომიერებაზე, რომელიც არასოდეს გაპატიებს, შენს თავზე გადახტომა თუ გადაწყვიტე…”
კომენტარები