დღეს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი პარლამენტრის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადვოკატი კახა ცნობილაძე:
“მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გაგქვიუქმებს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მოსამართლე გასცდა თავის უფლებამოვალეობას, პროკურორის ფუნქციები აიღო დასაბუთებულობის ნაწილში. მან ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ საქმის მასალებით კონფლიქტი აღმოფხვრილი არ არის და ზურაბ ზვიადაური არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების ქვეშ თუ დარჩა, შესაძლეოა ეს კონფლიქტი გაგრძელდესო. ეს პროკურატურას არ უთქვამს, გამომდინარე იქიდან, რომ კონფლიქტი აღმოფხვრილია, ორივე მხარეს დაიღუპნენ ადამიანები”
ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი:
“როდესაც ცოცხალაშვილმა სროლა დაიწყო, მან დაიწყო ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა, ამ სროლის დასრულების შემდეგ კენჭოშვილი იწყებს ავტომატური ცეცხლსასრილი იარაღიდან დამიზნებით ხალხისკენ სროლას. კენჭოშვილმა მოკლა ორი და დაჭრა ორი ადამიანი. კიდევ ბევრს მოკლავდა და დაჭრიდა, რომ არ ყოფილიყო ზურაბ ზვიადაური. 30 ტყვია ჩადის ავტომატში. ასეთ ვითარებაში ეს არის კლასიკური მაგალითი აუცილებელი მოგერიებისა. პროკურატურამ კანონით იძალადა და ზვიადაურს წარუდგინა განზრახ მკვლელობა. სასამართლოს ჩვენ ეს დავუსაბუთეთ, მაგრამ მან გვერდი აუარა დასაბუთებას”
კომენტარები