ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა:
“გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას.
კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა კლინიცისტები აღნიშნავენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და პროგნოზირება რთულია, რა გამოსავალი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში. აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. გარდაცვალების შემთხვევების აუდიტი სისტემატურად ტარდება. ამას აკეთებს როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე კლინიკური ჯგუფი.
ჯერჯერობით ამ ანალიზის შედეგად არსებული პრაქტიკიდან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ ყოფილა. თუმცა მუდმივად არის მსჯელობა, რომ თუ რაიმე ახალი გადაწყვეტა იქნება, კლინიცისტებს საქართველოშიც უნდა ჰქონდეთ ეს გადაწყვეტა”
კომენტარები