„ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი:
“ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში დაგვიანებით, 13 მარტს.
ამ დროს ნინო იყო უკვე ორსულად და აცრის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ორსულებს არ ცრიდნენ.
ნინო კოვიდით დაინფიცირდა 13 ივლისს, ფაიზერით აცრა კი აგვისტოში დაიწყო.
ამ დროს ნინო უკვე რეანიმაციაში იწვა დაინტუბირებული. 34 წლის ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა და არამარტო, სხვა ორსულებიც დაიღუპნენ მანამდე უკუღმართი რეკომენდაციების და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო.
დატოვა ორი წლის შვილი და ერთი თვის ახალშობილი, რომელსაც დედა არასოდეს ეყოლება ნანახი…
აიცერით”
გუშინ, 19 აგვისტოს, კორონავირუსით 33 წლის ექიმი გარდაიცვალა. მას ვირუსი ორსულობის დროს დაუდასტურდა.
კომენტარები