ლანჩხუთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იქნება. ის დღეს წარადგინეს.
მუხაშავრიამ ამომრჩევლებს საკუთარი გეგმები და პროგრამა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის სოფლებში უამრავი პრობლემაა, მათ შორის ინფრასტრუქტურული და წყალმომარაგების.
“ძალიან მინდა ამ ქალაქს შეეტყოს ოდნავ მაინც განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც მერი იქნება ქალი დ ის იქნება ამ ქალაქის გულშემატკივარი და შეეცდება ამ ქალაქში ცხოვრება ასატანი და უკეთესი გახდეს”, – ამბობს მუხაშავრია.
კომენტარები