აბასთუმანში მცხოვრები გიორგი ჩილაშვილი ამბობს, რომ ადიგენის მერი, ზაქარია ენდელაძე ემუქრება. საქმე ეხება აბასთუმნის ერთ-ერთ ქუჩაზე დაგებული ბეტონის გზის გამო დაწყებულ დაპირისპირებას. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს და მერთან მიმოწერის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.
„ბატონო ზაქარია, სოფელ აბასთუმნელებს დაგვცინე არა, 60 მეტრი გზა ბეტონით მოაპირკეთე, ისიც ჟორა ტნკოზიანის სახლამდე, აბა რა, მან ხომ რემონტი გაგიკეთა სახლში და შენც დაუფასე, მხოლოდ ბიუჯეტისა და სოფლის ფულის ხარჯზე, უბრალოდ ძაან უსინდისო ხარ და ამაზე იცოდე მოგეკითხება… “, – წერს გიორგი ჩილაშვილი ადიგენის მერს.
მისივე მტკიცებით, ზაქარია ენდელაძემ მუქარის შემცველი პასუხი გაუგზავნა: „ეს არ დაივიწყო… მაგ დროს ველოდები კაბინეტში რო აღარ ვიქნები, უსინდისოს განახებ მერე“.
კომენტარისთვის “სამხრეთის კარიბჭე” ადიგენის მერს დაუკავშირდა. თუმცა, ზაქარია ენდელაძემ მოქალაქესთან დაპირისპირების და მიმოწერის ფაქტი კატეგორიულად უარყო.
კომენტარები