Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638, ქვემო ქართლი – 249, შიდა ქართლი – 272, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი – 130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 510941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 442956, გარდაიცვალა 6723 პაციენტი.
კომენტარები