“ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც დღევანდელ კოვიდ სტატისტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე
“74! ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ ეს ბრძოლა წაგებულია და სხვერპლი არის უდიდესი, სამწუხაროდ ხვალ ისევ მომიწევს ამ პისტის დადება ….
დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით …
ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე! ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე
სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა. დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია
ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში“, -წერს გიორგი ფხაკაძე
ცნობისთვის დღეს საქართველოში კორონავირუსით 4 901 ადამიანი დაინფიცირდა.გარდაიცვალა 74 ადამიანი.
კომენტარები