ჩაჩავას კლინიკის რადიოლოგი, მეან გინეკოლოგი ლადო ბიბილეიშვილი კოვიდთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რამდენიმე დღე იყო.
ლადო ბიბილეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ექოსკოპისტი იყო, რომელთანაც ვიზიტიც განსაკუთრებულად უხაროდათ ორსულებს, პოზიტიური, იუმორით სავსე.
„ეს ჩემი მოსაზრებაა! ცხოვრებისეულ სტატისტიკაზე დამყარებული! რახან აცრის გარდა სხვა გზა არ არის პანდემიასთან ბრძოლის, ვთვლი, რომ უმჯობესია აიცრათ პფაიზერით! ვასაბუთებ: პფაიზერმა შექმნა „ვიაგრა“ რომელიც მკვდარს აცოცხლებს. ლოგიკურია, რომ მისი წარმოებული ვაქცინა კორონავირუსისგან დაცვის გარდა, კიდევ რამეს უშველის .მაგალითად სიმელოტეს, ღიპის გაწოვას და …ვინ იცის.ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ“, – დაწერა ბიბილეიშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ.
კომენტარები