ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ფოთში გიგი უგულავამ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“ცოდნა, რაც მივიღე თბილისში, არ არის მხოლოდ პოზიტიური ცოდნა – ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ფოთი სწრაფად განვითარდეს და ვიცი, რა არ უნდა გავაკეთო. ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, ოღონდ არა ის, ეს პროკურორები რომ დასდევდნენ და რაღაც სისულელეები, როცა 29 წლის ასაკში იბარებ ქვეყნის მთავარ ქალაქს, შეუძლებელია, შეცდომები არ დაუშვა”.
კომენტარები