ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებს ავსტრია. კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში „თალიბანს“ გამოქცეული ავღანელების შეფარება არ მოხდება. ამის შესახებ კურცმა ტელეარხს „პულს 24“-თან განაცხადა.
„მე მკაფიოდ ვეწინააღმდეგები ნებაყოფლობით დამატებით ხალხის მიღებას და ეს ჩემი კანცლერობის განმავლობაში არ მოხდება“,- აღნიშნა კურცმა.
ავსტრიამ 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის დროს ლტოლვილთა დიდი ნაკადი შეიფარა.
ევროპის მასშტაბით, შეფარებულ ავღანელთა ოდენობით, ავსტრია გერმანიის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
კომენტარები