სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“CV არ მქონდა და დავგუგლე, რაღაც ბიოები ამოაგდო ჩემზე, ეს დავაკოპირე….
ბევრი რამე არ წერია, მაგრამ ფეხზე მაინც ვერ ვდგები.პ.ს: სივი იმიტომ არ მაქვს, რომ თავში არ მომსვლია სადმე მივიდე და სამსახურო ვიშოვო… ყოველთვის თავისით მოდის.სტეფანე მღებრიშვილი:
გამოცემული აქვს ალბომები: “სტეფანე” (1999), “უსახელო” (2002), “საუკეთესო სიმღერების კრებული” (2004). 2002 წელს გამართა სოლო-კონცერტი სპორტის სასახლეში.; ლაურეატი კონკურსებისა: “მეგა”, “ოვაცია”, “სულიკო” და სხვა. 2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia. 2013 წლიდან აირს მეგა “შოუ ვოისის” მწვრთნელი ( 4 ჯერ და ბოლო ვოისის გამარჯვებული მწვრთნელია. 2017 წლებში რეიტინგული მეგა შოუს “X ფაქტორი” – ჟიურის წევრი ( 4 ჯერ), ასევე პროექტ “ნიჭიერის”, “საქართველოს ვარსკვლავის”, “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრი. საკუთარი სიმღერის რიმეიქზე “დამიბრუნდი” გადაიღო ვიდეორგოლი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა და “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე “რადიო ფორტუნას რჩეულად” დასახელდა, ასევე მოიპოვა მთავარი ჯილდო წლის “სიმღერის სტატუსი”. პროდიუსერი, “არტფორუმის” დამაარსებელი,ასევე როგორც პროდიუსერი მოღვაწეობს ბაქოში , აზერბაიჯანში და ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული…
მონაწილება მიიღო მიუზიკლებში “ ქეთო და კოტე” , “ვერის უბნის მელოდიები”, – წერს სტეფანე Facebook-ზე.
თინა თოფურიამ, რომელიც ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებით გამოირჩევა, განაცხადა, რომ საკუთარ CV-ს რომ უყურებს, იმდენი რეგალიე აქვს, საკუთარ თავს ფეხზე უდგება.
კომენტარები