პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ირაკლი ღარიბაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთ სასტუმროში არიან…
ველოდები ექსპერტებს იმედზე…”
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, როცა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ამერიკაში იმყოფებოდა ვიზიტით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ერთ სასტუმროში გაჩერდნენ და ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა, მოგვიანებით, მათ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
ამჯერა, პრემიერი ღარიბაშვილი უკრაინაში იმყოფება იფიციალური ვიზიტით, მოგეხსენებათ, უკრაინაშივე ცხოვრობს და მუშაობს, ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც, სწორედ ამ ორ შემთხვევას ეძღვნება, როგორც ჩანს, გია ხუხაშვილის ხუმრობაც.
კომენტარები