“ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთგულება. სამშობლოს, ოჯახის და გუნდის ერთგულება! “ქართული ოცნება” არის ჩემი ოჯახი! ყველა მოღალატეა, ვინც, ამ დიდ ერთობას და იდეას, სხვადასხვა დროს, გვერდზე განუდგა ან დაუპირისპირდა,”- წერს დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში და იმ ადამიანების გვარებს ასახელებს, რომლებმაც მისი აზრით, ამ დიდ ოჯახს უღალატეს.
„დიახ, ყველა მოღალატეა, გახარია იქნება ეს, გოგაშვილი თუ ნებისმიერი სხვა დაფასების უნარის არმქონე, ვისაც გუნდმა ყოველთვის ყველაფერი გაუკეთა.
P.S. ტერმინი “ნამდვილი” და “ნამდვილობა” იქვე სრულდება, როგორცვე გუნდს უღალატებ და გადაუხვევ ბიძინა ივანიშვილის დაწყებული გზიდან!
P.S.S. ისეთი პიროვნებები მაინც ნუ აბრუნებენ სხვადასხვა ბრუნვაში სიტყვა “პორტირებულებს” და “გადაბარგებულებს”, თავად რომ ითხოვდნენ წამყვან პოზიციებზე ნაცების დანიშვნებს და ამის გამო მუდმივ დაპირისპირებაში ვიყავით,” – წერს დეპუტატი.
კომენტარები