სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბუტას დაბადების დღეს გილოცავ
გილოცავ დღეს, როდესაც დედაღვთისამ გიწყალობა დედობა!
მოგცა ძალა გამხდარიყავი სამაგალითო დედა, რომელმაც გაზარდა საუკეთესო ბიჭი, შემდეგ თავის შვილის სიმართლე ატარა ზურგით ისე, რომ ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან
გაუგონარი ცილისწამების, შეურაცხყოფის მიუხედავად, შენ, დღეს ხარ ბუტას, იმ სუფთა ბიჭის დედა, რომლის სიმართლეც გაიგო მსოფლიომ!
ჩემთვის ყოველთვის იყავი აღფრთოვანების ობიექტი, იმიტომ რომ არ გაუბოროტებიხარ ამ სიმწარეს, არ დაგიხრია თავი, პირიქით ღამე ტიროდი დღე ცრემლებს იწმენდდი და გამოდიოდი ბრძოლის ველზე, სადაც ყოველ წამს იყავი მზად შვილთან შესახვედრად!
გილოცავ ბუტას დაბადებას!
შენნაირი გმირი დედები მინდა უმრავლოს საქართველოს უფალმა”
კომენტარები