შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში უჩივის.
შალვა ნათელაშვილი:
„დღეს საერთაშორისო სისხლის სასამართლოში, როგორც უწოდებენ, ჰააგის ტრიბუნალზე გაგზავნილია სარჩელი ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხისთვის კოვიდგენოციდის მოწყობის გამო. მოგეხსენებათ, საერთაშორისო კონვენციები გენოციდს განმარტავენ, როგორც ისეთი პირობების განზრახ შექმნას, რომელიც იწვევს მასობრივ სიკვდილიანობას.
დღეს შექმნილი პირობებით, რომ ძალაუფლება შეენარჩუნება, რომ არ დაძლეულიყო კრიზისი, ამოკეტა ადამიანები ბინებში, არ შემოიტანა ვაქცინები, არ გადააწყო ჰოსპიტალური სექტორი და სიკვდილიანობის კოეფიციენტით საქართველოს უკავია პირველი ადგილი. ამ გენოციდის ორგანიზატორი, სულისჩამდგმელი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი “
კომენტარები